Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    კაიროს უნივერსიტეტის არაბული ენის სწავლების ცენტრში ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლობისა და განვითარების ეგვიპტური სააგენტოს ხელშეწყობით ორგანიზებული მოკლე სასწავლო კურსში (2016 წლის 10 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით) მონაწილეობისთვის შეირჩეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი ძირითადი და ერთი სარეზერვო კანდიდატურა.
2.    პროგრამაში მონაწილე კანდიდატურები შეირჩეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის არაბული 4 და არაბული 6 საფეხურებიდან, ასევე არაბისტიკის სამაგისტრო პროგრამიდან.
3.    კანდიდატები შეირჩევიან იმ სტუდენტებიდან, რომელთა წინა სემესტრის აკადემიური მოსწრება არაბულ ენაში 91 და მეტია.
4.    დამტკიცდეს კანდიდატთა შერჩევის კომისია.
5.    კომისია დამტკიცედეს შემდეგი შემადგენლობით
1) აპოლონ სილაგაძე– კომისიის თავმჯდომარე
2) მარიამ ნანობაშვილი
3) დარეჯან გარდავაძე
4) გიორგი ლობჟანიძე
5) ნინო ეჯიბაძე– კომისიის მდივანი
6.    გასაუბრება ჩატარდეს 2015 წლის 11 დეკემბერს, 16 სთ– ზე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, თსუ V კორპუსი, 114– ე ოთახი.
7.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
8.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
9.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანის
მოვალეობის შესრულებელი                                                                         /ნანი გაფრინდაშვილი/